![2022/04/08/lehkemaujyikuga.jpg](/uploads_script3/articles/2022/04/08/lehkemaujyikuga.jpg)
საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ უკრაინაში ომის მალე დამთავრების მცირე იმედი არსებობს.
"სამწუხაროდ, ეს ომი არ შეჩერდება მომდევნო დღეებში", - განაცხადა მაკრონმა.
მაკრონის თქმითვე, უახლოეს პერიოდში დონბასში "რთული სცენებია" მოსადლონელი.
"ვფიქრობ, ისინი თავიანთ ძალისხმევას დონბასში გაამახვილებენ. ვფიქრობ, დონბასში მომავალ დღეებსა და კვირებში ძალიან რთული სცენების გადატანა მოგვიწევს", - თქვა მაკრონმა.