საფრანგეთის პრეზიდენტის ემანუელ მაკრონის განცხადებით, უკრაინას 300 მილიონ ევროას გამოუყოფენ.
როგორც მაკრონმა განაცხადა, უკრაინის დასახმარებლად ასევე გამოყოფენ სამხედრო ტექნიკას.
"უკრაინის ეკონომიკის მხარდასაჭერად გამოვყოფთ 300 მილიონ ევროას. ასევე, დავეხმარებით სამხედრო ტექნიკით", - თქვა მაკრონმა ევროპულ საბჭოში გამართული შეხვედრის შემდეგ პრესკონფერენციაზე.
24 თებერვალს რუსეთმა უკრაინაში ომი დაიწყო. თვალი ადევნეთ უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს აქ - რუსეთმა უკრაინაში ომი დაიწყო - განახლებადი.