logo
ENG



მაკრონმა კიევის მეცნიერებათა აკადემიაზე რუსეთის თავდასხმა „ბარბაროსობად“ შეაფასა

29 სექ 202612:32
3 წუთის საკითხავი
 
2026/09/29/1izcd8axu7bqqd3.png

საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა კიევში, უკრაინის მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის შენობაზე განხორციელებული რუსული დარტყმა მკაცრად დაგმო. მისი შეფასებით, მოსკოვი მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ მიმართული ყოველდღიური თავდასხმების „ბარბაროსობას“ კიდევ უფრო ამძაფრებს.

როგორც ფრანგი ლიდერი აღნიშნავს, ვლადიმირ პუტინის რეჟიმის ეს ნაბიჯი მეცნიერებისა და სიმართლისადმი მტრული და მტაცებლური უპატივცემულობის მორიგი გამოხატულებაა.

„ვლადიმირ პუტინის რეჟიმმა უკრაინის უდიდეს სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებას – უკრაინის მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიას – დაარტყა. ეს დარტყმები რუსეთის რეჟიმის მხრიდან მეცნიერებისა და სიმართლისადმი მტრული უპატივცემულობის კიდევ ერთი გამოხატულებაა. ეს უკრაინელი მშვიდობიანი მოქალაქეების წინააღმდეგ ყოველდღიური თავდასხმების ბარბაროსობას კიდევ უფრო ამძაფრებს. ვიზიარებთ დაზარალებულთა და მათი ოჯახების ტკივილს. საფრანგეთი და ევროპა იმდენ ხანს იდგებიან გაბედულად მებრძოლი უკრაინელი ხალხის გვერდით, რამდენიც საჭირო იქნება“, — წერს მაკრონი.

ცნობისთვის, 28 სექტემბერს რეაქტიული ძრავით აღჭურვილი რუსული დრონი კიევის ცენტრში მდებარე აკადემიის შენობას პირდაპირ მოხვდა. თავდასხმის შედეგად მასშტაბური ხანძარი გაჩნდა და შენობის რამდენიმე სართული სრულად განადგურდა, სარაკეტო-დრონული იერიშს კი, არსებული მონაცემებით, სულ მცირე, ორი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

 


close დახურვა