logo
ENG



მალე ოცნება პოლიტიკურ სანაგვეზე აღმოჩნდება - საკრებულოს შენობასთან ხმაურია

27 იან 202012:47
3 წუთის საკითხავი
 

თბილისის საკრებულოსთან "ნაციონალური მოძრაობის" წევრის, ლევან ხაბეიშვილის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს. აქცია სამოქალაქო სექტორის და ოპოზიციონერი პოლიტიკოსების ორგანიზებით იმართება. 

ისინი ხაბეიშვილის საქმის სამართლიან გამოძიებას და დამნაშავეების დასჯას მოითხოვენ. აქტივისტები ფიქრობენ, რომ ხაბეიშვილის ცემაში მონაწილე დეპუტატების პასუხისმგებლობის საკითხი უნდა დადგეს.

აქციის მონაწილეები შენობაში შესვლას ცდილობენ, თუმცა ამის საშუალებას მათ არ აძლევენ. 

ადგილზე იმყოფებიან "ნაციონალური მოძრაობის" წევრები, მათ შორის ზაალ უდუმაშვილი და ირაკლი ნადირაძე. 

"ვერ ხსნიან, რატომ არ გვიშვებენ. ყველა კარი ჩარაზულია. კარგი ჩემზე არ მაქვს საუბარი, რიგითი მოქალაქე ვარ და ჩემზე საშვია დაშვებული, მაგრამ არ უშვებენ საქართველოს პარლამენტiს წევრსაც, რომელსაც ნებისმიერ შენობაში გადაადგილების უფლება აქვს. ეს არის დღევანდელი "ქართული ოცნება" - შიგნიდან გამოკეტილი და იზოლირებული. როგორც 1 თვე მალავდნენ სენატორის წერილს, ასე იმალებიან ახლა საკრებულოში. ლევანი უკვე 2-ჯერ დაიბარეს გამოკითხვაზე, მაშინ როდესაც ის ადამიანები, ვინც მონაწილეობდნენ მასზე თავდასხმაში, არ არიან დაბარებულები. ამ ხელისუფლების პირობებში ასეთი ტიპის საქმეები გამოძიებული არ იქნება. ხელისუფლება მიექანება დასასრულისკენ", - ამბობს უდუმაშვილი "ფორმულასთან" საუბარში. 

ირაკლი ნადირაძე ამბობს, რომ მათი საკრებულოს შენობაში არშეშვება "ქართულ ოცნებაში" არსებულ შიშს უკავშირდება. 

"საკრებულოს შენობა არის ალყაში მოქცეული. ეს ნიშნავს იმას, რომ ძალიან ეშინიათ. საკრებულო გადაქცეულია დამნაშავეების შტაბბინად. არიან აგონიაში, არ აქვთ არგუმენტები და ხალხის მიერ ზეწოლას ვერ უმკლავდებიან. ქართველი ხალხი მათ მალე დაამთავრებთ", - აღნიშნა ნადირაშვილმა. 

აღსანიშნავია, რომ ადგილზე ვითარება პერიოდულად იძაბება. აქციის მონაწილეებმა შენობასთან, მიიტანეს ნაგვის ურნა და მას დეპუტატების ფოტოებს აკრავენ. ​

"ეს არის ის პოლიტიკური სანაგვე, რომელშიც მალე აღმოჩნდებიან მმართველი გუნდის დეპუტატები და მთლიანად "ქართული ოცნება". დაცვის სამსახური ცდილობს, რომ მომიტინგეებს ტერიტორია დაატოვებინოს. 


close დახურვა