უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილის, ანა მალიარის განცხადებით, აღმოსავლეთით სასტიკი ბრძოლები მიმდინარეობს, თუმცა უკრაინელები ბახმუტის მიმართულებით თანდათან წინ მიიწევენ.
"მტერი ორი დღეა ხარკივის ოლქში, კუპიანსკის მიმართულებით აქტიურად მიიწევს წინ. ჩვენ თავდაცვაზე ვართ, სასტიკი ბრძოლები მიმდინარეობს. ბახმუტის მიმართულებით თანდათან წინ მივდივართ.
ქალაქის ირგვლივ, სამხრეთ ფლანგზე ყოველდღიური წინსვლა გვაქვს. ჩრდილოეთ ფლანგზე პოზიციების შენარჩუნებას ვცდილობთ, მტერი გვიტევს", - ამბობს უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილე.
მალიარის თქმით, მტერი აგრძელებს შეტევითი ოპერაციების ჩატარებას ავდიივკასა და მარინკას მიმართულებით, თუმცა ვითარება ფრონტის ხაზზე მნიშვნელოვნად არ იცვლება. ამასთან, უკრაინის ცნობით, უკრაინელი სამხედროები ბერდიანსკის მიმართულებით წინ მიიწევენ, მელიტოპოლის მიმართულებით კი უკრაინელები 1700 მეტრით დაწინაურდნენ.