logo
ENG



მალტელი ჟურნალისტის მკვლელობის საქმეზე ქვეყნის პრემიერი თანამდებობას ტოვებს

02 დეკ 201909:15
3 წუთის საკითხავი
 
bjec1qc8p9k0fdh.jpg

მალტელი ჟურნალისტის მკვლელობის საქმის ფონზე ქვეყნის პრემიერ-მონისტრი თანამდებობას ტოვებს. ჯოსეფ მუსკატ-ის განცხადებით, ის მინისტრთა კაბინეტს მომავალი წლის იანვრიდან აღარ უხელმძღვანელებს. გადაწყვეტილება ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა  მასშტაბური საპროტესტო აქციების ფონზე მიიღო. მისი გადაყენების მოთხოვნით ქუჩებში  ათასობით ადამიანი  გამოვიდა.

დემონასტრანტებმა  ხელისუფლება  კორუფციაში დაადანაშაულეს და ჟურნალისტის მკვლელობის საქმის სამართლიანი გამოძიება მოითხოვეს.  გახმაურებული მკვლელობის  გამოძიებას უკვე მოჰყვა  რიგი გადადგომები ქვეყნის მთავრობაში. ერთ-ერთი ბიზნესმენი კი მკვლელობაში თანამონაწილეობის ბრალდებით დააკავეს.  მალტელი ჟურნბალისტი 2017 წელს მოკლეს. ის ხელისუფლების შესაძლო კორუფციულ საქმიანობას იძიებდა.

 


close დახურვა