logo
ENG



მამაკაცსა და მცირეწლოვანს გორში ცეცხლი გაუხსნეს

17 ივლ 202020:48
3 წუთის საკითხავი
 

სროლის ხმა ისმოდა გორის ცენტრში - კაცს, რომელიც მცირეწლოვან ბავშვთან ერთად სახლისკენ მიემართებოდა, მოულოდნელად ცეცხლი გაუხსნეს.

დაჭრილია ორი ადამიანი - მათ შორის, სავარაუდოდ, არის თავდამსხმელიც. მამაკაცი, ვისაც თავს დაესხნენ, ფეხშია დაჭრილი. ორივე მათგანი გორის ჰოსპიტალშია გადაყვანილი.

მამაკაცს თავს დაესხნენ მაშინ, როცა ავტომობილი სახლთან გააჩერა და ცდილობდა, შვილი მანქანიდან გადმოეყვანა.

გავრცელებული ინფორმაციით, დაპირისპირება წარსულში არსებულ შუღლს მოჰყვა.

სუხიშვილის ქუჩაზე კრიმინალისტები მუშაობენ.

 


close დახურვა