პარიზის „ემიგრაციული ეკლესიის" მოძღვარი, მამა გიორგი სხილაძე "ფორმულასთან" საუბარში აცხადებს, რომ 31 ოქტომბერს ჩატარებულ სინოდის სხდომაზე პეტრე ცაავას ერთ-ერთი ეპისკოპოსი ხელით შეეხო. ამასთან, მამა გიორგიმ ამ ეპისკოპოსის ვინაობის გამხელისგან თავი შეიკავა, თუმცა აღნიშნა, რომ ის უნდა განკვეთონ.
"მაქვს ინფორმაცია, რომ ფიზიკურად შეეხნენ. ერთ-ერთმა ეპისკოპოსმა უთავაზა, ამაზე თვითონ პეტრე არ საუბრობს, მაგრამ მე ეს ნამდვილად ვიცი. ეს ეპისკოპოსი, ვინც მას შეეხო, განსაკვეთია სჯულის კანონის მიხედვით, იმიტომ, რომ მოციქულთა კანონში წერია, რომ სასულიერო პირი თუ ძალას იხმარს, უნდა განიკვეთოს", - გაანცხადა მამა გიორგი სზილაძემ.