logo
ENG



მამისა და ბაბუის მკვლელობაში ბრალდებულისთვის პროკურატურა პატიმრობას ითხოვს

11 ივლ 202000:54
3 წუთის საკითხავი
 
os8veplfdxawguh.jpg

პროკურატურა მამისა და ბაბუის მკვლელობაში ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობას ითხოვს - სასამართლო პროცესი ხვალ, 11 ივლისს გაიმართება. 

როგორც პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ვკითხულობთ, ბრალდებულის მიერ მიყენებული ჭრილობების გამო მისი მამა და ბაბუა ადგილზევე გარდაიცვალნენ.

„გ.ო-მ 2020 წლის 07 ივლისს, ღამის საათებში, მცხეთის რაიონის სოფელ მუხრანში, წარსულში არსებული წყენის გამო, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, განზრახ მოკვლის მიზნით მამას - ა.ო.-ს და პაპას - გ.ო.-ს, დანით, მრავლობითი ჭრილობები მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. მიღებული დაზიანებების შედეგად ა.ო და გ.ო. ადგილზე გარდაიცვალნენ", - წერია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ ბრალდებული პოლიციამ 9 ივლისს დააკავა - პროკურატურამ მას ბრალდება განზრახ მკვლელობის მუხლით წარუდგინა.  


close დახურვა