logo
ENG



მამის მკვლელობაში ბრალდებულ არასრულწლოვანს პატიმრობა შეეფარდა

22 თებ 202018:13
3 წუთის საკითხავი
 
ym60m91r17yku1j.jpg

ქუთაისის საქალაქო სასამართლომ საჩხერეში მამის მკვლელობაში ბრალდებულ არასრულწლოვანს პატიმრობა შეუფარდა. 

სასამართლომ გადაწყვეტილება დღეს მიიღო. 

"გამოძიებით დადგინდა, რომ საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭალაში მცხოვრებმა არასრულწლოვანმა, საკუთარ საცხოვრებელ სახლში, ოჯახური კონფლიქტის ნიადაგზე წარმოქმნილი ურთიერთშელაპარაკების შედეგად, მამას - 1969 წელს დაბადებულ გ.კ.-ს სანადირო თოფიდან გასროლით სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა. დაჭრილი მამაკაცი შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა. ჯ.კ.-მ, კვალის დაფარვის მიზნით, მოკლული მამის ცხედარი ეზოში მდებარე დამხმარე სათავსოს სარდაფში გადამალა. ასევე, დადგინდა, რომ მომხდარი ფაქტის დროს მამა-შვილი სახლში მარტო იმყოფებოდა", - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

მოზარდი 21 თებერვალს დააკავეს

 

 

 


close დახურვა