logo
ENG



მამუკა მდინარაძე: განიხილება საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება, თუ რეკომენდაცია იქნება

19 მარ 202013:39
3 წუთის საკითხავი
 
qnspmizaj5egjxt.png

უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე აცხადებს, რომ იმ შემთხვევაში თუ მდგომარეობა დამძიმდა და შესაბამისმა სპეციალისტებმა მთავრობას რეკომენდაცია მისცა, საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდება.

მდინარაძე საზოგადოებას სახლში დარჩენისკენ მოუწოდებს, რათა არ მოხდეს ვირუსის კიდევ უფრო გავრცელება.

„განიხილება საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება იმ შემთხვევაში, თუ შესაბამისი სპეციალისტების რეკომენდაციაც ეს იქნება. საქართველოს პარლამენტი მხარს დაუჭერს რეგულაციების მაქსიმალურად გამკაცრებას, რაც ერთი მთავარი პრიორიტეტიდან გამომდინარეობს. ეს პრიორიტეტია - მოსახლეობის ჯანმრთელობაზე ზრუნვა“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.


close დახურვა