logo
ENG



მამუკა მდინარაძე: კოკა ყანდიაშვილთან არანაირი დავალება, შეკვეთა ქართული ოცნებიდან არ მიდის

06 მაი 202015:20
3 წუთის საკითხავი
 
yuiz0r72rpchiyp.png

"არანაირი ოფიციალური კონტაქტი, შეკვეთა ან დავალება კოკა ყანდიაშვილთან  ქართული ოცნებიდან არ მიდის",-ასე გამოხმაურა მამუკა მდინარაძე თამარ ჩუგოშვილის განცხადებას. 

საუბარია კოკა ყანდიაშვილზე, რომლის დაქვემდებარეში მქონე ყალბი გვერდები "ფეისბუქმა" გააუქმა. როგორც თამარ ჩუგოშვილმა აღნიშნა, ყანდიაშვილი "ქართული ოცნების" ოფისში ხშირად დადიოდა და შესაბამისად, ეს ნიშნავს მის კავშირს ხელისუფლებასთან. მდინარაძის თქმით, შტაბში ბევრი მხარდამჭერი დადის, თუმცა ეს არ ადასტურებს ყანდიაშვილსა და მმართველ გუნდს შორის რაიმე ოფიციალური ურთიერთობის ფაქტს.

"ძალიან ბევრი მხარდამჭერი მოდის "ქართული ოცნების" ოფისში და ბევრი ადამიანი გადის სხვადასხვა კონსულტაციას. არანაირი ოფიციალური კონტაქტი, შეკვეთა კოკა ყანდიაშვილთან ან დავალება "ქართული ოცნებიდან" არ მიდის. ამიტომ ნურავინ იქნება შოკრიებული. აქ ათასობით ადამიანი მოდის და "ოცნების" აქტიურ მომხრეებს ვერავინ დაუხურავს ოფისის კარს. "ქართულ ოცნებას" არანაირი შეკვეთა კოკა ყანდიაშვილისთვის არ მიუცია. თუ კი არაოფიციალურში იგულისხმება მისი მხარდაჭერა ჩვენს მიმართ, რასაც არაერთხელ გამოხატავდა, მაშინ არაოფიციალური ურთიერთობაზე იყო საუბარი. მაგრამ აქ საუბარია ჩვენი მხრიდან ურთიერთობაზე",-აცხადებს მამუკა მდინარაძე. 

შეგახსენებთ, "ფეისბუქმა" დაბლოკა ასობით "ქართული ყალბი" ანგარიში და გვერდი. მათ შორის უმეტესობა კოკა ყანდიაშვილის სახელს უკავშირდება.


close დახურვა