მოძრაობა "ლელოს" ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ, საქალაქო სასამართლოში, სადაც მისი და ბადრი ჯაფარიძის პროცესი უნდა გაიმართოს, "აეროფლოტის" ბილეთი მიიტანა. ხაზარაძემ აღნიშნა, რომ ბილეთი ბიძინა ივანიშვილისთვისაა და სწორედ ამ ბილეთით შეუძლია "ქართული ოცნების" ხელმძღვანელს ქვეყანა დატოვოს.
„მე დღეს გადავწყვიტე, რომ ბიძინა ივანიშვილს ვუყიდო ბილეთი. ეს არის "აეროფლოტის" ბილეთი, გამოწერილია ივანიშვილის სახელზე, თბილისი-მოსკოვი, ეს არის ბიზნეს კლასი, რადგან მიჩვეულია კომფორტს. ამ ბილეთით შეუძლია დატოვოს ქვეყანა", - განაცხადა ხაზარაძემ.
სასამართღლო პროცესზე და საქმის მიმდინარეობაზე ისაუბრა ბადრი ჯაფარიძემაც, რომელიც პროკურატურას უნდობლობას უცხადებს და ამბობს, რომ ბიძინა ივანიშვილის მიერაა პრივატიზებული.
„არათუ მტკიცებულება, არამედ მოწმეც არ არსებობს, რადგან ასეთი საქმე, რასაც გვედავებიან, არ მოხდარა. ეს არის სიყალბით გაჯერებული საქმე, ეს ვერ გაგვაჩერებს შევცვალოთ ხელისუფლება არჩევნების გზით", - განაცხადა ჯაფარიძემ.
ხაზარაძისა და ჯაფარიძის პროცესზე იმყოფებოდა მოძრაობა "ლელოს" წევრი კახა კოჟორიძეც, რომელიც მიიჩნევს, რომ საქმე თეთრი ძაფითაც კი ვერ შეკერეს. კოჟორიძის თქმით, თუ ვინმე 30-წლიან პრაქტიკაში მის ანალოგს იპოვის, იგი მზადაა იურიდიულ დიპლომზე უარი თქვას.
„ეს არის თეთრი ძაფითაც ვერშეკერილი საქმე, იმდენად ნათელია პოლიტიკური მოტივაცია. პროკურატურის ბრალდება სრუალიად უსაფუძვლოა. ქართული მართლმსაჯულების 30-წლიან პრაქტიკაში, ასეთი საქმე არ მოიპოვება და თუ ვინმე იპოვის, შემიძლია იურიდიულ დიპლომზე უარი ვთქვა“, - განაცახადა კოჟორიძემ.
ამავე საქმეზე ბრალი აქვს წარდგენილი tv-პირველის ხელმძღვანელს ავთანდილ წერეთელს, რომელიც ხაზარაძე-ჯაფარიძესთან ერთად ესწრება დღევანდელ პროცესს. მისი უფლებამდაცველი კახაბერ წერეთელი ამბობს რომ დღემდე ვერ მოისმინა, თუ კონკრეტულად რაში ედება ბრალია ავთანდილ წერეთელს.
„კონკრეტუკა აქამდე არ ყოფილა, დღესაც ვერ გაჩნდება. კვლავ ზოგადი საუბრები იქნება პროკურატურის მხრიდან. ჩვენ კი დავამტკიცებთ, რომ ბრალდების საფუძველი ფულის გათეთრებაში და ავტანდილ წერეთლის მიერ დახმარებისა, არ არსებობს“, - განაცხადა კახაბერ წერეთლმა.
შეგახსენებთ, რომ თიბისი ბანკის დამფუძნებლებს პროკურატურა უკანონო შემოსავლების ლეგალიზებას ედავება და აღკვეთის ღონისძიების სახით თითოეულს, 700 ათასი ლარის ოდენობით გირაო აქვთ შეფარდებული.