logo
ENG



მამუკა ხაზარაძის თქმით ბიძინა ივანიშვილს ორგანულად ეშინია ე.წ მესამე ძალის გამოჩენის

11 ოქტ 201912:33
3 წუთის საკითხავი
 
carb7s888j91qwz.jpg

ახალი საზოგადოებრივი მოძრაობის "ლელოს" დამფუძნებელმა მოძრაობის მორიგი 12 წევრი წარადგინა.

მამუკა ხაზარაძის თქმით ბიძინა ივანიშვილს ორგანულად ეშინია ე.წ მესამე ძალის გამოჩენის და აკეთებს ყველაფერს იმისთვის, რომ მისი ძალაუფლება შეინარჩუნოს.

”ქვეყანა მან მიიყვანა უარყოფით ნიშნულამდე, რამდენი სატელიტური პარტიაც არ უნდა შექმნან საზოგადოება ყველაფერს ხედავს და ისინი უნდა მოემზადონ დამარცხებისთვის“-განაცხადა მამუკა ხაზარაძემ

ხაზარაძის მიერ დასახელებული წევრები არიან:

ოქტაი ქაზუმოვი;

ქეთევან ჟვანია-თაისონი;

ანდრო ბიბილეიშვილი;

ნიკოლოზ კიკვიძე;

ეთერ გაიაშვილი;

თემურ არაბიძე;

ირაკლი აფაქიძე;

ნინო მგალობლიშვილი;

ნუკრი საჯაია;

რამაზ ბლუაშვილი;

ნინო ყამბეგაშვილი;

ირაკლი ქადეიშვილი;

ხაზარაძის თქმით, საზოგადოებრივი მოძრაობის წევრების წარდგენის პროცესი ჯერ თბილისში, შემდეგ კი რეგიონებში გაგრძელდება.

შეგახენებთ, რომ "თიბისი ბანკის" დამფუძნებლის მამუკა ხაზარაძის მიერ შექმნილი საზოგადოებრივი მოძრაობის "ლელოს" პრეზენტაცია 12 სექტემბერს ანაკლიაში გაიმართა. მოძრაობის პირველი 12 წევრი ხაზარაძემ 18 სექტემბერს წარადგინა.

 


close დახურვა