logo
ENG



მამულაშვილი: იმ შემთხვევაში, თუ მე არ გავხდი პარტიის თავმჯდომარე — ეს პარტია იშლება

27 იან 202322:27
3 წუთის საკითხავი
 
2023/01/27/wdnjbm2juaf3pd7.jpg

იმ შემთხვევაში, თუ მე არ გავხდი პარტიის თავმჯდომარე — ეს პარტია იშლება. ვხედავთ, რომ მხარეები ისე არიან დაპირისპირებულნი რომ ძალიან გაგვიჭირდება დავინახოთ ამ ადამიანების ერთობა, მიუხედავად იმისა რა რიტორიკა აქვთ. დღევანდელი გადმოსახედიდან, იმ დაპირისპირებას, რომელსაც ჩვენ ვუყურებთ, მე ვფიქრობ, რომ ამ ადამიანებს ძალიან გაუჭირდებათ... მე ვიქნები გარანტორი იმის, რომ ყველა, ვინც მონაწილეობს ამ პროცესში, შეინარჩუნებს [პარტიაში ადგილს]... "თუ"-ს არ განვიხილავ... თუ შეგვიძლია გადავხედოთ სოცმედიაში კვლევებს, ყველა მონაცემებით, ვერ ვიტყვი მაქვს 60% თუ 70%, არ შემიძლია სპეკულირება, მაგრამ ყველას შეუძლია ნახოს, რომ ყველა გამოკითხვაში ვლიდერობ. ამიტომ, შესაბამისი მოლოდინიც მაქვს. დაველოდოთ ხვალ, ზეგ, ამომრჩეველი გადაწყვეტს, დიდი იმედი მაქვს გამარჯვების.


close დახურვა