მანჩესტერის სავაჭრო ცენტრში 40 წლის მამაკაცმა დანით 5 ადამიანი დაჭრა. გავრცელებული ინფორმაციით, ის შემთხვევის ადგილზე დააკავეს.
თავდასხმის შემდეგ სავაჭრო ცენტრიდან ხალხის ევაკუაცია განხორციელდა. შენობაში ამ დრომდე მუშაობენ ტერორიზმთან ბრძოლის დეპარტამენტის თანამშრომლები. თავდასხმის მოტივი უცნობია.
აღსანიშნავია, რომ სავაჭრო ცენტრი რამდენიმე მეტრის დაშორებით მდებარეობს იმ სტადიონთან, სადაც ორი წლის წინ არიანა გრანდეს კონცერტზე ტერორისტმა თავი აიფეთქა და 22 ადამიანი იმსხვერპლა.