logo
ENG



მარგველაშვილი: თუ არის ნათელი მესიჯი რომ არ უნდა მოხდეს ესა თუ ის თავყრილობა ითქვას ეს პირდაპირ

17 აპრ 202022:20
3 წუთის საკითხავი
 

საქართველოს მეოთხე პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა, გადაცემაში „პოლიტიკის ფორულა“ საპატრიარქოსა და ხელისუფლების გადაწყვეტილებებებზე ისაუბრა.

როგორც მარგველაშვილმა გადაცემაში განაცხადა, ხელისუფლებას კონსტიტუციით გარკვეული შეზღუდვების დაწესების უფლება აქვს და მათი მხრიდან მესიჯები უნდა იყოს უფრო მკაფიო.

„ორი კვირა და სამი კვირა ვისმენ გაუგებარ ვითარებას. ჩვენ გვესმის პოლემიკა ეკლესიასა და სახელმწიფოს შორის და ამ პოლემიკის შინაარსი ჩემთვის ბოლომდე გაუგებარია. იმაზეც აღარ მინდა საუბარი, რომ თანამედროვე სახელმწიფო გულისხმობს იმას რომ სახელმწიფო არის საერო და საერო სახელმწიფო აწესებს კანონებს.  თუ კონსტიტუციური უფლებების შეზღუდვა არის, სახელმწიფოს გააჩნია ამის განხორციელების შესაძლებლობა და ესეც ვერ გავიგე რატომ უნდა ითქვას მიკიბულ-მოკიბულად. ჩვენ მუდმივად ამ რეალობაში ვცხოვრობთ რომ რაღაც აკრძალვა შემოდის და მერე გვეუბნებიან, რომ ეს აკრძალვა რეალურად თქვენთვის კი არ არის ეკლესიისთვის არის. გაუგებარია ასეთი ორმაგი მესიჯები, ერთის თქმა და მეორის ჭორად დაყოლება. თუ არის ნათელი მესიჯი რომ არ უნდა მოხდეს ესა თუ ის თავყრილობა ითქვას ეს პირდაპირ, რა არის აბა სახელმწიფო. ქართული ოცნების სპეციფიკა ყოველთვის იმაში იყო რომ ხდებოდა სახელმწიფო ინსტიტუტების შესუსტება, მაგრამ ამ დონემდე? რაღაცა მოლაპარაკებები მიმდინარეობს და ამ მოლაპარაკებების გამო ჩვენ კიდევ უფრო უნდა შეგვძულდნენ. თუ საჭიროა ამ შეზღუდვებს განვახორციელებთ, მაგრამ ეს გაუგებარი პოლიტიკური პროცესი საერთოდ გაუგებარია და ამის კიდევ ინტენსიფიკაცია, რომ ძალიან დიდი უბედურება გველის. მოდით ვილაპარაკოთ გამარჯვებაზე ვისაუბროთ ნაკლებ სისუსტეზე და იმაზე რომ მეტ-ნაკლებად კარგ კონდიციაში ვართ ამ აპოკალიფსის დანერგვა რა საჭიროა“,-განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.


close დახურვა