logo
ENG



მარგველაშვილი: სანამ ხალხის ნებას არ დააკმაყოფილებენ, არ იქნება სიმშვიდე

25 ნოე 201920:16
3 წუთის საკითხავი
 
0w1o1uer68de0fh.jpg

საქართველოს მეოთხე პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის თქმით, დღეს „ქართულ ოცნებაში“ გაკეთებული განცხადებები არის თაღლითური სქემის გაგრძელება და მას არ სჭირდება გარჩევა.

„ამ განცხადებებს არ სჭირდება კომენტირება, ეს არის უსუსური გაგრძელება იმ თაღლითური სქემის, რომელიც შესთავაზეს ქართულ საზოგადოებას. ამ თაღლითურ სქემებს არ სჭირდება გარჩევა, არ სჭირდება კომენტირება, არ სჭირდება რეაგირება - სანამ ამ ხალხის ნებას არ დააკმაყოფილებენ, სანამ ამ ხალხის სამართლიან მოთხოვნას არ დააკმაყოფილებენ, მანამ არ იქნება სიმშვიდე. ვერ მოიფიქრებენ ახალ თაღლითობას, რომ შეითრიონ საზოგადოება დიალოგში“, - ამბობს საქართველოს მეოთხე პრეზიდენტი.

„ფორმულას“ კითხვაზე, ხომ არ იფუჭებს მმართველი ძალა საგარეო პარტნიორებთან ურთიერთობას, გიორგი მარგველაშვილმა შემდეგნაირად უპასუხა: 

„ნაკლებად მაინტერესებს პარტნიორებთან ურთიერთობა, მთავარია ხალხთან ურთიერთობა, მერე მოდის პარტნიორები. ამოსავალი არის ხალხი, რომელიც დგას ქუჩაში. ხელისუფლებამ აჩვენა პარტნიორებს, რომ არიან თაღლითები და ეს იმიჯი მოწმინდა ქართულ საზოგადოებას იმ ხალხმა, რომელიც გამოვიდა აქციაზე და გააპროტესტა ხელისუფლების ქმედებები. მე მინდა, მადლობა გადავუხადო თითოეულ მათგანს - მათ აჩვენეს საერთაშორისო საზოგადოებას, რომ ქართველი ხალხი არ არის მატყუარა“, - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

გიორგი მარგველაშვილი რუსთაველზე მიმდინარე აქციას ცოტა ხნის წინ შეუერთდა.


close დახურვა