logo
ENG



მარგველაშვილი: ქართულ ოცნებას დადებითოფობია სჭირს

28 იან 202022:31
3 წუთის საკითხავი
 

საქართველოს მეოთხე პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი გადაცემაში "სოფო ზურაბიანის პოლიტიკის ფორმულა" ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებსა და მმართველ გუნდზე საუბრობს.

მარგველაშვილის თქმით, "ქართულ ოცნებას" ე.წ. დადებითოფობია სჭირს და ის კვალიფიციური პოლიტიკოსების ნაცვლად, გამოუცდელ და პრობლემურ პოლიტიკოსებს ნიშნავს სხვადასხვა თანამდებობებზე.

"დადებითი პერსონაჟების ფობია სჭირთ. ხომ არიან რაღაც ფობიები. ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ დადებითოფობია სჭირთ. როგორც კი ადამიანს არ აქვს რაღაცა, ან კვალიფიკაციური პრობლემა არ აქვს, ან მორალური პრობლემა არ აქვს, თითქოს გამოუსადეგარი პოლიტიკური კონიუქტურისთვის და დაწინაურებისთვის. ჯამურად რომ შევხედოთ. "ქართულმა ოცნებამ" როგორც პოლიტიკურმა ძალამ მოახერხა, რომ ჩამოაშორა ყველა პოლიტიკოსი საკუთარ გუნდს, ხოლო შემდეგ ჩამოაშორა ნებისმიერი სახელმწიფოებრივად მოაზროვნე. პოლიტიკა შეიძლება არ ესმოდეს, მაგრამ სახელმწიფოებრივად მაინც აზროვნებდეს, ან თუნდაც საგარეო პოლიტიკა ესმოდეს. მეთოდურად მოხდა ამ ადამიანების ჩანაცვლება იმ ადამიანებით, რომლებსაც პრობლემა აქვს კვალიფიკაციის თვალსაზრისით. აღარ დავიწყებ გვარების ჩამოთვლას", - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.


close დახურვა