logo
ENG



მარგველაშვილი მეუფე შიოზე: ეს არ ნიშნავს, რომ ვინც რუსეთში ისწავლა, მოსკოვის აგენტია

28 ოქტ 201921:14
3 წუთის საკითხავი
 
0cgbxtegwdfp8ij.png

„ადამიანების ცნობა ვიცი. მეუფე შიოს ერთ-ერთი მანიშნებელია, რომ ის არ მონაწილეობდა არავითარ პოლიტიკურ ინიტრიგებში,“ - ამის შესახებ საქართველოს მეოთხე პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა გადაცემაში „პოლიტიკის ფორმულა" მეუფე შიოს შესახებ დასმული კითხვის პასუხად განაცხადა.

მარგველაშვილის განცხადებით, მეუფე შიო გამორჩეული სასულიერო პირია.

„მით უმეტეს, როდესაც საუბარია პატრიარქზე, გამოვრიცხავ მე ამას. მეუფეს აქვს სიბრძნე და დაღვინება. ის ჩემი შეფასებით, გამორჩეული სასულიერო პირია. ჩვენ გვქონდა რეალობა, რომ ქართული მართლმადიდებლური ეკლესია თეოლოგიური თვალსაზრისით, უნდა მიბმოდა ან რუსეთს ან საბერძნეთს. უბრალოდ, რუსული ენა უფრო აქტიურია, რუსეთი ამას იყენებდა და ეს არ ნიშნავს, რომ ვინც რუსეთში ისწავლა, მოსკოვის აგენტად უნდა მოვნათლოთ,“ - განაცხადა მარგველაშვილმა.

 


close დახურვა