logo
ENG



მარიამ კუბლაშვილი: არ ვეთანხმებით აკრძალვებს, რომელიც ჯიშკარიანის მიმართ დაწესდა

11 ოქტ 201914:25
3 წუთის საკითხავი
 
yf5yden9zl1ft9l.png

ილია ჯიშკარიანისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით 10 000 ლარიანი გირაოს შეფარდებასთან დაკავშირებით, მისი ადვოკატი მარიამ კუბლაშვილი განცხადებას აკეთებს.

„აკრძალვები, რომელიც ჩემი დაცვის ქვეშ მყოფის მიმართ დაწესდა, მათ არ ვეთანხმებით და მიგვაჩნია, რომ როდესაც ილია სამსახურში დაბრუნდება, მას აქვს კონკრეტული ვალდებულებები შესასრულებელი და რა რეჟიმში იქნება შესაძლებელი მისი მუშაობა თუ აკრძალული ექნება კომუნიკაცია საკუთარ თანამშრომლებთან? სწორედ ამ საკითხზე შუამდგომლობდა დაცვის მხარე, თუმცა, სასამართლომ აღნიშნა, რომ წინასწარი ნებართვით შესაძლებელი იქნება მხოლოდ საქმიან ფარგლებში მათთან ურთიერთობა,“ - განაცხადა მარიამ კუბლაშვილმა.

ადვოკატის თქმით, ისინი არ არიან წინააღმდეგები ჯიშკარიანის ოფისში განთავსდეს კამერები და განხორციელდეს აუდიო-ვიდეო თვალთვალი. ის მიესალმება, თუ ჯიშკარიანის ქალაქში გადაადგილებაც დაფიქსირებული იქნება.

„თუ გაჩნდება ეჭვი, რომ ის გავლენას ახდენს მოწმეებზე და ახდენს მათთან შეხვედრებს, მარტივად იქნება დადასტურებული,“ - განაცხადა კუბლაშვილმა.

რაც შეეხება მტკიცებულებების განადგურებას, კუბლაშვილის თქმით მობილური ტელეფონი თავად დაზარალებულის მიერ არის გატანილი და გამქრალი.

მისი განცხადებით, პროცესის კლინიკაში ჩატარება, ემოციურ ფონთან არის კავშირში.

„შესაძლებელია მოულოდნელი ემოციური ფონის განვითარება და მდგომარეობის დამძიმება მომხდარიყო,“ - განაცხადა კუბლაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ დღეს დეპუტატ ილია ჯიშკარიანს 10 000 ლარიანი გირაო შეეფარდა. თამთა თოდაძე მას სექსუალურ და ფიზიკურ ძალადობაში ადანაშაულებს.


close დახურვა