logo
ENG



მარიამ ჯაში: ჩვენ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები ყველა ოლქში გვეყოლება

23 ივნ 202010:04
3 წუთის საკითხავი
 

რა გეგმები აქვთ დამოუკიდებელ დეპუტატებს - „საქართველოს სოლიდარობის ალიანსი“ არჩევნებში მონაწილეობის მიღებას დამოუკიდებლად აპირებს. 

მარიამ ჯაშის განაცხადებით, ალიანსს მაჟორიტარობის კანდიდატები ყველა ოლქში ეყოლება. მისვე განმარტებით, ამ ეტაპპზე რომელიმე პოლიტიკურ ძალასთან კოალიციის შექმნის რესურსს ვერ ხედავენ.

„ახლადშექმნილი პარტია ფიქრობს, რომ დამოუკიდებლად მიიღოს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობა. ჩვენ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები ყველა ოლქში გვეყოლება. ამ ეტაპზე რესურს ვერ ვხედავთ რომელიმე ძალასთან კოალიციის შექმნასთან დაკავშირებით თუ კი არ იქნება ღირებულებათა ნაწილში თანხვედრა“, - განაცხადა ჯაშმა.

კოალიციის შექმნაზე  არ ფიქრობს არც დამოუკიდებელი დეპუტატი დიმიტრი ცქიტიშვილი. 

„მე არანაირ პარტიასთან კონსულტაციას არ გავდივარ. ეს არ არის ჩემი მიზანი ამ ეტაპზე. ჩემი ამოცანა ამ ეტაპზე არის ღირსეულად დავამთავროთ ეს საარჩვნო ციკლი, ეს კანონი მივიღოთ. არჩევნებზე მივალთ როგორც მხოლოდ ამომრჩეველი თუ კანდიდატი, ამას დრო გვაჩვენებს“, - განაცხადა ცქიტიშვილმა.


close დახურვა