მარიანა ჩოლოიანის საქმის განხილვა თბილისის საქალაქო სასამართლოში გადაიდო. საქმეს ახალი მტკიცებულებები დაემატა და მხარეებმა მათი შესწავლისთვის დრო ითხოვეს.
გარდაცვლილი მოზარდის, ლუკა სირაძის ოჯახის ადვოკატის განცხადებით, არსებობენ მოწმეები, რომლებიც ჩოლოიანის მხრიდან კანონდარღვევას ადასტურებენ. საწინააღმდეგოს ამტკიცებს ბრალდებულის ადვოკატი.
თავად მარიანა ჩოლოიანი ისევ კლინიკაში იმყოფება. ის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების მოტივით საავადმყოფოში დღეს გადაიყვანეს.