ახალი შემთხვევებიდან ყველა ცნობილი წყაროა - ეს განცხადება მარინა ეზუგბაიამ ჟურნალისტებთან გააკეთა. მისი თქმით, ახალი შემთხვევებიდან ინფექციურ საავადმყოფოში არცერთი არაა მოთავსებული.
"აქედან 9 ბოლნისია და ესაა ორი სოფელი - გეტა და მუშევანი. ესენი არიან დადასტურებულების კონტაქტები. კიდევ 2 შემთხვევა საკარანტინე ზონაში მყოფი პაციენტია. 11 ახალი შემთხვევიდან ჩვენთან არ მოთავსებულა ახალი პაციენტი. გვყავს 26 დადასტურებული პაციენტი, გუშინ 3 გაეწერა. მძიმე პაციენტის სპექტი არ შეცვლილა. კვლავ ორი პაციენტი გყვას ასეთი. განსხვავება იმაშია, რომ ის კრიტიკული პაცინეტი, რომელიც პროგნოზულად არაკეთილსაიმედო იყო, უკვე რამდენიმე დღეა მისი მდგომარეობა იმდენად დასტაბილურებულია, რომ ალბათ პროგნოზი კეთილსაიმედო უნდა იყოს. მეორე პაციენტი შედარებით ახალია და მისი მდგომარეობა ჯერჯერჯობით კვლავ მძიმე, არასტაბილურია. იმედია დაემორჩილება მკრუნლობას",-აღნიშნა მარინა ეზუგბაია.
შეგახსენებთ, რომ კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 6-ით, 713-მდე გაიზარდა.