logo
ENG



მარინ ლე პენს საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის უფლება შეუნარჩუნდა

07 ივლ 202616:52
3 წუთის საკითხავი
 
2026/07/07/lazz59d2g60ari2.png

საფრანგეთის სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც „ეროვნული გაერთიანების“ ლიდერს, მარინ ლე პენს, საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის უფლება არ ეზღუდება, თუმცა მას სასჯელის სახით ელექტრონული სამაჯურის ტარება დაეკისრა.

სააპელაციო სასამართლოს ვერდიქტის გამოცხადების შემდეგ ლე პენმა დარბაზი კომენტარის გარეშე დატოვა. ცნობილია, რომ ის დღეს საღამოს ფრანგული ტელევიზიის ეთერში გამოჩნდება, სადაც საზოგადოებას გააცნობს თავის საბოლოო გადაწყვეტილებას - მიიღებს თუ არა მონაწილეობას მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებში.

მარინ ლე პენსა და მის პარტიას, „ეროვნულ გაერთიანებას“, ბრალი დაუმტკიცდათ ევროპარლამენტის კუთვნილი მილიონობით ევროს ორგანიზებულ გაფლანგვასა და თაღლითობაში.

სასამართლომ დაადგინა, რომ ისინი წლების განმავლობაში ევროკავშირის სახსრებით აფინანსებდნენ ფიქტიურ თანაშემწეებს. ეს პირები რეალურად ევროპარლამენტში კი არ მუშაობდნენ, არამედ საფრანგეთში უშუალოდ ლე პენის პარტიულ სტრუქტურებსა და საარჩევნო კამპანიებს ემსახურებოდნენ.

სასამართლომ ეს ქმედება საჯარო ფინანსების არამიზნობრივ მითვისებად შეაფასა, რის გამოც პარტიას დიდი ფულადი ჯარიმა დაეკისრა, თავად პოლიტიკოსს კი - ელექტრონული მონიტორინგი.


close დახურვა