logo
ENG



მარკო რუბიოს მასპინძლობით გამართულ ტრანსატლანტიკურ ვახშამზე საქართველო არ მიიწვიეს

25 სექ 202509:30
3 წუთის საკითხავი
 
2025/09/25/rycms93yv01earc.jpg

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ 2025 წლის ტრანსატლანტიკურ ვახშამს უმასპინძლა, სადაც საქართველო მიწვეული არ ყოფილა.

"გაეროს გენერალური ასამბლეის მაღალი დონის კვირეულის ფარგლებში, ყოველწლიურ ტრანსატლანტიკურ ვახშამზე NATO-ს, ევროკავშირის ლიდერებსა და საგარეო საქმეთა მინისტრებს და სხვა სპეციალურ სტუმრებს ვუმასპინძლეთ. ერთად კიდევ ერთხელ დავადასტურეთ ჩვენი საერთო ერთგულება მშვიდობის, უსაფრთხოებისა და კეთილდღეობის მიმართ. პრეზიდენტის ხელმძღვანელობით აშშ და ევროპა უფრო ძლიერები, ერთიანები და გლობალური გამოწვევების წინაშე დგომას ელიან", - წერს მარკო რუბიო.

ვახშამს ევროკავშირისა და NATO-ს წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები, NATO-ს გენერალური მდივანი მარკ რუტე, ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი კაია კალასი და სომხეთის, აზერბაიჯანის, შვეიცარიისა და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრები ესწრებოდნენ.


close დახურვა