logo
ENG



მარნეულისა და ბოლნისის რაიონები მკაცრი კარანტინის რეჟიმზე გადადიან

23 მარ 202000:30
3 წუთის საკითხავი
clock 1429

მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში შესვლა-გამოსვლა იზღუდება. იხურება ყველა ობიექტი გარდა საკვებითა და მედიკამენტებით ვაჭრობისა. რაიონების შიგნით იზღუდება გადაადგილება გარდა იმ შემთხევევბისა, როდესაც ადგილობრივებს დასჭირდებათ სამედიცინო დახმარება, მედიკამენტი ან საკვები. 

ამის შესახებ მთავრობისა ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინზგე პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა.

მიზეზი ერთ-ერთი ადგილობრივის დაინფიცირება გახდა, რომელსაც ათეულობით ადამიანთან ჰქონდა კონტაქტი. საუბარია ქალზე, რომელიც დღეს დღის მეორე ნახევარში პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გადმოიყვანეს და რომლის მდგომარეობაც კრიტიკულად მძიმეა.

„დღეიდან იზღუდება მარნეულის და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში შესვლა და გამოსვლა. იხურება ყველა ობიექტი, ხელმისაწვდომი იქნება მხოლოდ საკვები ობიექტების, მედიკამენტების და კრიტიკული ინფრასტრუქტურის სხვა ობიექტები. საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება, მუნიციპალიტეტის ტერიტორიის შიგნით იზღუდება გადაადგილება გარდა იმ შემთხვევებისა, როცა მაცხოვრებლები გადაადგილდებიან საკვები პროდუქტების ან მედიკამენტების შესაძენად, ან სამედიცინო მომსახურების მისაღებად. ასევე, ჩვენ დავუშვით გამონაკლისი და როდესაც გვექნება მედიკოსების მიერ მკაფიოდ გაწერილი პროტოკოლის შესაბამისად შესაძლებლობა, მარნეულის და ბოლნისის მოქალაქეებს მივცემთ საშუალებას, სასოფლო სამეურნეო სამუშაოების ჩატარების",-განაცხადა გიორგი გახარიამ.

მან ასევე აღნიშნა, რომ საკარანტინო რეჟიმს პოლიცია გააკონტროლებს. რაც შეეხება კლინიკას, რომელშიც კორონავირუსით დაინფიცირებული ქალი იმყოფებოდა, ასევე კარანტინის რეჟიმშია. 

მუნიციპალიტეტების ტერიტორიებზე საზოგადოებრივ წესრიგს დაიცავს და საგანგებო რეჟიმის უზრუნველყოფს შინაგან საქმეთა სამინისტრო. კარანატინის რეჟიმზეა მარნეულის „კლინიკა ჯეო ჰოსიტალსი". მოგეხსენებათ, რომ ეს ქალბატონი მოთავსებული იყო ამ კლინიკაში. კლინიკა დღეის მდგომარეობით არის სრულად კარანტინის რეჟიმზე გადასული. კლინიკის ტერიტორიაზე უახლოეს პერიოდში დაახლოებით 24 საათის განმავლობაში განთავსდება საველე ჰოსპიტალი, ხოლო მეორე კლინიკა, „ავერსის“ კლინიკა მარნეულში გააგრძელებს ფუნქციონირებას როგორც მულტიფუნქციური სამედიცინო დაწესებულება. ჩვენ მაქსიმალურად გავაკეთებთ ყველაფერს, რომ ვიზრუნოთ ჩვენს თითოეულ მოქალაქეზე მარნეულის და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში. ყველას კარგად გვესმის, რომ ეს არის იძულებით გადადგმული ნაბიჯები და ამის ძირითადი მიზეზი და მიზანია მოქალაქეების ჯანმრთელობა. ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს იმისათვის, რომ მუნიციპალიტეტების ტერიტორიაზე გადაცემის მასშტაბი და სისწრაფე იყოს მინიმუმამდე დაყვანილი. ეს არის ამ მკაცრი ნაბიჯების ძირითადი მიზანი. თუმცა, ყველას უნდა გვახსოვდეს, რომ ამ ნაბიჯების შედეგი და ეფექტიანობა დამოკიდებულია არა მხოლოდ ამ ღონისძიებებზე, არამედ მოქალაქეებთან თანამშრომლობაზე, მათ სამოქალაქო თვითშეგნებაზე", - განაცხადა გიორგი გახარიამ.

 


close დახურვა