მარნეულის 65-ე საარჩევნო უბნის კომისიის თავმჯდომარე ვაგიფ კარაბაღლი და მისი გარემოცვა ფორმულას გადამღებ ჯგუფს მას შემდეგ დაუპირისპირდა, რაც მას 31 ოქტომბერს მის უბანზე გამოვლენილ სავარაუდო დარღვევებზე ვკითხეთ. ოპოზიციის ინფორმაციით, არჩევნების დღეს მარნეულის საკრებულოს თანამშრომელმა ევშან გასანოვმა, რომელიც კარაბაღლის დეიდაშვილია, 65-ე საარჩევნო უბანზე ხმების დათვლის დროს, უკვე შემოხაზული ბიულეტენები შეიტანა და განაცხადა, რომ იატაკზე იპოვა.
მარნეულის 65-ე საარჩევნო უბანი და გაყალბების სავარაუდოდ ფაქტები
12 ნოე 202020:41
3 წუთის საკითხავი