მარნეულში, საკუთარ საცხოვრებელ სახლში ახალგაზრდა კაცი გარდაცვლილი იპოვეს. ის, სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად გარდაიცვალა.
როგორც "ფორმულას" შსს-ში განუცხადეს, საქმეზე გამოძიება 240-ე მუხლის მე-2 პრიმა მუხლით დაიწყო, რაც ელექტრო- ან თბოენერგიის, გაზის, ნავთობის ან ნავთობპროდუქტების ობიექტის განლაგების, დაპროექტების, მშენებლობის ან ექსპლუატაციის დროს უსაფრთხოების წესების დარღვევა გულისხმობს, რასაც მოჰყვა ადამიანის სიცოცხლის მოსპობა ან სხვა მძიმე შედეგი.