logo
ENG



მარნეულში მეზობელმა ახალგაზრდა კაცი მოკლა

19 აგვ 202215:16
3 წუთის საკითხავი
 

მარნეულში, სოფელ ყიზილაჯლოში ახალგაზრდა კაცი მოკლეს. არსებული ინფორმაციით, მეზობელმა კაცმა მკვლელობა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ჩაიდინა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარ ფაქტზე გამოძიება 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. დანაშაული 10-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

შსს-ს ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ყიზილაჯლოში, წარსულში არსებული კონფლიქტის ნიადაგზე მომხდარი ურთიერთშელაპარაკების შემდეგ, მეზობლად მცხოვრებ – 1991 წელს დაბადებულ ი.ა.-ს დანის გამოყენებით სხეულზე ჭრილობები მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი მამაკაცი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა.

 

 

 


close დახურვა