logo
ENG



მარნეულში საკრებულოს მოადგილის შვილსა და ახალგაზრდებს შორის ჩხუბზე გამოძიებაა დაწყებული

20 სექ 202512:49
3 წუთის საკითხავი
 
2025/09/20/41boq2nqfpfzsmc.png

მარნეულში საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის შვილსა და ახალგაზრდებს შორის მომხდარი დაპირისპირების ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო.

ფორმულას შსს-ში უთხრეს, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილით მიმდინარეობს, რაც წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის, უმწეო მდგომარეობაში მყოფის მიმართ ძალადობას გულისხმობს. 

საუბარია მარნეულში გუშინ, 19 სექტემბერს მომხდარ დაპირისპირებაზე, კერძოდ, გავრცელებული ცნობით - კონფლიქტი საკონდიტრო მაღაზიაში დაიწყო, სადაც ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა რიჩარდ გიგანის შვილმა ახალგაზრდებს მიმართ - "თათრულად ლაპარაკისთვის თავი დაენებებინათ".

ეს ინფორმაცია Facebook-ზე გაავრცელა აქტივისტმა სამირა ბაირამოვამაც. 

"მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის, რიჩარდ გიგანის შვილმა საკონდიტრო მაღაზიაში ახალგაზრდას ქართული ენის არცოდნის გამო სცემა", - დაწერა მან.

თვითმხილველების ინფორმაციით, კონფლიქტის გასანეიტრალებლად ადგილზე იმყოფებოდნენ მარნეულის საკრებულოს თავმჯდომარე, ქართული ოცნების ფრაქციის წევრები და პოლიციის მაღალჩინოსნები.


close დახურვა