მაროკოში 6.8 მაგნიტუდის მიწისძვრას სულ მცირე 632 ადამიანი ემსხვერპლა. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა Reuters აქვეყნებს.
მაროკოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემების თანახმად, 329 ადამიანი დაშავდა. ისინი საავადმყოფოში არიან გადაყვანილი.
აშშ-ის გეოლოგიური სამსახური აცხადებს, რომ მიწისძვრა ადგილობრივი დროით დაახლოებით 23:00 საათზე მოხდა. მიწისძვრა მარაკეშის ტურისტული ცენტრიდან 71 კილომეტრში მოხდა და 20 წამის განმავლობაში გაგრძელდა.
მიწისძვრის შედეგად ყველაზე მეტად ქალაქი მარაკეში დაზიანდა, სადაც რამდენიმე შენობა ჩამოინგრა. დაზიანდა იქ არსებული მეჩეთიც.