მარშალ გელოვანის გამზირზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, რის შედეგადაც შუა ხნის ქალი გარდაიცვალა.
არსებული ინფორმაციით, ავტომობილი ქვეითს დაეჯახა.
როგორც ფორმულას შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოპობა გამოიწვია.