logo
ENG



მაქსიმალურ დისკომფორტს შევუქმნით - ოპოზიცია პარლამენტს კვლავ ბოიკოტს უცხადებს

21 ნოე 201908:05
3 წუთის საკითხავი
 
hfudyzzebgfrl0x.jpg

ოპოზიცია პარლამენტს კვლავ ბოიკოტს უცხადებს. დღეს კომიტეტის სხდომაზე 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების 9 თვის მიმოხილვაა დაგეგმილი. მომხსენებელი ფინანსთა მინისტრის მოადგილე გიორგი კაკაურიძეა. ოპოზიციაში აცხადებენ, რომ სხდომაზე დასწრებას არ აპირებენ. კაკაურიძის მოსმენა დამოუკიდებელი დეპუტატების გარეშე ჩატარდება. 

"ევროპული საქართველოს" წევრი სერგი კაპანაძე აცხადებს, რომ ოპოზიცია შეეცდება ხელისუფლებას მაქსიმალური დისკომფორტი შეუქმნას. 

"მას შემდეგ რაც ივანიშვილმა დანაპირები, რომელიც მოსახლეობას და საერთაშორისო თანამეგობრობას მისცა, უკან წაიღო, ჩვენი სტრატეგია არის არა მხოლოდ პარლამენტისადმი ბოიკოტი, არამედ იმ „ღილაკოსნებისთვის“, რადგან რასაც დაავალებენ, იმას ღილაკის დაჭერით ასრულებენ, მაქსიმალური დისკომფორტის შექმნა. ამ ადამიანებთან ურთიერთობას ნორმალურ პირობებში აზრი არ აქვს“, - განაცხადა სერგი კაპანაძემ "ფორმულასთან" საუბარში განაცხადა.

 

 

 


close დახურვა