მანქანა, რომელიც თბილისში, მტკვარში გადავარდა, მაშველებმა ამოიყვანეს - ავტომობილის მძღოლი დაიღუპა.
არსებული ინფორმაციით, მანქანამ მეტეხის ხიდზე არსებული ჯებირი გაანგრია და წყალში ჩავარდა.
ადგილზე მყვინთავ-მაშველები რამდენიმე საათის განმავლობაში მუშაობდნენ. მობილიზებული იყო სასწრაფო დახმარების ჯგუფი და პოლიცია.
მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.