logo
ENG



მაჩალიკაშვილი:თემირლანს ყურსასმენები ეკეთა და ის სპეცრაზმელების შესვლას ვერ გაიგებდა

07 ნოე 201914:42
3 წუთის საკითხავი
 
quy8toiqxmiymzb.png

„ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის" ინფორმაციით, ორგანიზაცია მაჩალიკაშვილის საქმეზე მაღალჩინოსნების დაკითხვის ოქმებს გაეცნო.

ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ პროკურატურის მიერ სუს-ის მაღალი თანამდებობის პირების დაკითხვა არის ფორმალური და უწყებას მათთვის კრიტიკული კითხვები არ დაუსვამს. როგორც EMC-ში განმარტავენ, ახალმა მტკიცებულებებმა საბოლოოდ დაადასტურა, რომ თემირლან მაჩალიკაშვილს სამედიცინო დახმარება მინიმუმ 25 წუთის დაგვიანებით აღმოუჩინეს. მათივე თქმით, დაირღვა დაზიანებების დოკუმენტირების წესი, რის გამოც სროლის მანძილის განსაზღვრა შეუძლებელი გახდა.

"რეალურად არსებითი ხასიათის კითხვები, რომელიც მომხდარის აღდგენას, ძალის გამოყენების აუცილებლობას ან სპეცოპერაციის დაგეგმვის დროს უფლებრივი სტანდარტებით სუს-ის შემოწმებას უკავშირდება, ამ ტიპის კითხვები დასმული არ ყოფილა. მათ შორის ის კრიტიკული კითხვები რომელიც ჩვენ გვაქვს სუს-ის უკანონო ინტერვენციასთან დაკავშირებით“, - განაცხადა ადვოკატმა თამთა მიქელაძემ. 

მალხაზ მაჩალიკაშვილი თავის მხრივ აცხადებს, რომ გამოძიება ყურსასმენების არსებობაზე არ საუბრობს, რომელიც მისივე ვარაუდით, ერთადერთი ხელჩასაჭიდია. მალხაზ მაჩალიკაშვილის განმარტავს, რომ მის შვილს სპეცოპერაციის დროს ხსენებული ყურსასმენები ეკეთა და ის სპეცრაზმის შესვლას ვერ გაიგებდა. 

"ხელყუმბარა არის შემოტანილი. ამიტომ არის დარეკილი, რომ სასწრაფო მოსულიყო ომალოში და არა დუისში. ყურსასმენებზე არაფერს საუბრობენ, იმიტომ რომ თემირლანს ეს ყურსასმენები ეკეთა და ის ვერანაირად ვერ გაიგებდა სპეცრაზმელების შესვლას," - განაცხადა მალხაზ მაჩალიკაშვილმა. 

 

 

 


close დახურვა