logo
ENG



მაჩალიკაშვილი: თემირლანი ადგილზეა მოკლული, მაგ ტყვიას დევიც ვერ გადაურჩებოდა

07 ნოე 201921:26
3 წუთის საკითხავი
 
homkfxdpl8xxg41.jpg

თემირლან მაჩალიკაშვილის მამამ მალხაზ მაჩალიკაშვილმა გადაცემაში „პოლიტიკის ფორმულა" განაცხადა, რომ თემირლან მაჩალიკაშვილი ადგილზე მოკლეს და ის ხელოვნურად იყო სასუნთქ აპარატზე მიერთებული.

თემირლანის საავადმყოფოში გადაყვანა არ არის დაგვიანებული. თემირლანი ადგილზეა მოკლული. თემირლანს უკნიდან ქალა აქვს ტვინით გაგლეჯილი. თემირლანს პირდაპირ შუბლში აქვს ნასროლი, მაგ ტყვიას დევიც ვერ გადაურჩებოდა. თემირლანი ხელოვნურად იყო აპარატზე შეერთებული დიდი ამბავი რომ არ მოყოლოდა," - განაცხადა მაჩალიკაშვილმა. 

შეგახსენებთ, რომ თემირლან მაჩალიკაშვილი პანკისში საკუთარ სახლში სპეცოპერაციისას 2018 წლის 26 დეკემბერს დაჭრეს. 10 იანვარს თემირლანი საავადმყოფოში გარდაიცვალა. თემირლანის მამა მალხაზ მაჩალიკაშვილი ამ დრომდე ითხოვს დააკავონ პირი, რომელმაც სასიკვდილო გასროლა განახორციელა და აგრეთვე სპეცოპერაციის ბრძანების გამცემი. თუმცა, ამ დრომდე თემირლანის საქმეზე არავინ დაკავებულა. მალხაზ მაჩალიკაშვილი პარლამენტის წინ მისი მოთხოვნების შესასრულებლად კარავი აქვს გაშლილი და აცხადებს, რომ ბოლომდე იბრძოლებს.


close დახურვა