logo
ENG



მაჩალიკაშვილი: ივანიშვილს შევპირდი, რომ ცხვირიდან ძმარს ვადენ და ამას ყველა ერთად გავაკეთებ

15 ნოე 201910:30
3 წუთის საკითხავი
 
441v98mwp3ixm73.png

პანკისის ხეობაში სპეცოპერაციის დროს მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის მამამ, მალხაზ მაჩალიკაშვილმა რუსთაველის გამზირზე, სხვა სამოქალაქო აქტივისტებთან ერთად ღამე გაათია. მაჩალიკაშვილის თქმით, მმართველი გუნდი საზოგადოებას მრავალი წლის განმავლობაში ატყუებდა. 

"ივანიშვილის სახე, რა სიბინძურეშიც არიან ის სიბინძურე გამოამჟღავნეს. სიტყვა ითქვა და ის უნდა შესრულდეს. ის წლების განმავლობაში ხალხს ატყუებს და აგდებს, რაც არ შეიძლება. საბოლოოდ ხალხი ამას მიხვდა. ჩატარდება პროპორციული არჩევნები 2020-ში და როგოც მე მას შევპირდი, 10 დღის წინ, ძმარს ვადენ ცხვირიდან, ზუსტად ასე ერთად, ჩვენ ძმარს ვადენთ მას ცხვირიდან", - განაცხადა მაჩალიკაშვილმა "ფორმულასთან" საუბარში. 

 


close დახურვა