გლდანის საარჩევნო ოლქის ერთ-ერთ უბანზე დამკვირვებელსა და პოლიციას შორის სიტყვიერი შელაპარაკება მოხდა. აქტივისტი და დამკვირვებელი შუშანა მაცაბერიძე აცხადებს, რომ საარჩევნო უბანთან კრიმინალური პოლიციის წარმომადგენლები არიან მობილიზებული და დაშვებულ დისტანციას არ იცავენ.
მისივე თქმით, უბანთან კრიმინალური პოლიციის 10-მდე თანამშრომელი იყო მობილიზებული. ის მიიჩნევს, რომ ეს ამომრჩევლებზე ზეწოლის მიზნით ხდება.
თავად კრიმინალური პოლიციის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ადგილზე უსაფრთხოების მიზნით არიან, მიუხედავად იმისა, რომ ადგილზე ისინი უბნის თავმჯდომარეს არ გამოუძახია.
"ბოლო ნახევარი საათი ვაკვირდები, რომ კრიმინალური პოლიციის 10-მდე წარმომადგენელი იდგა აქ. 30 მეტრის დაშორებით. კრიმპოლი დგას და აკვირდება, ამომრჩეველი როგორ მოდის უბანზე, რას შვება, ფოტოს უღებდნენ, უბრალოდ მე ვერ მოვასწარი გადაღება. მიმტკიცებენ, რომ 100 მეტრის დაშორებით არიან. დაძაბულობას ქმნის ამომრჩეველში, რომელიც შეიძლება არის გადაუწყვეტელი", - განაცხადა მაცაბერიძემ ფორმულასთან საუბრისას.