logo
ENG



მაჭავარიანის ქუჩასა და მარშალ გელოვანის გამზირზე მოძრაობა 2 თვით შეიზღუდება

15 აგვ 202015:20
3 წუთის საკითხავი
 
3qqfrkyeccc8wm9.jpg

თბილისის მერიის ინფორმაციით, მუხრან მაჭავარიანის ქუჩისა და მარშალ გელოვანის გამზირზე საავტომობილო მოძრაობა 2 თვით შეიზღუდება.

უწყების ცნობით, ამის მიზეზი ამ ქუჩების დამაკავშირებელი გზის მშენებლობაა და შეზღუდვა 16 აგვისტოდან 10 ოქტომბრის ჩათვლით იქნება.

"დაიკეტება მარშალ გელოვანის გამზირზე მდებარე გადასასვლელი ხიდიდან, გელოვანის გამზირის N4-ში მდებარე პროფესიულ კოლეჯ იკაროსის შენობისკენ და მიმდებარედ არსებულ დასახლებასთან მისასვლელი გზა.

სამუშაოების წარმოების პერიოდში, აღნიშნულ ტერიტორიამდე მისვლა შესაძლებელი იქნება ახლადრეაბილიტირებული ბროწეულის ქუჩის გავლით, მარშალ გელოვანის გამზირის N8-სთან არსებულ ჰიპერმარკეტ ბრიკორამასა და აგროჰაბს შორის ამავალი გზით", - ნათქვამია მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.


close დახურვა