logo
ENG



მგზავრი ჩინეთიდან: თბილისის აეროპორტში მესაზღვრემ მითხრა შორს დადექიო, ეს დისკრიმინაციაა

31 იან 202014:12
3 წუთის საკითხავი
 

თბილისის საერთაშორისო აეროპორტში კორონავირუსზე მგზავრების შემოწმება გრძელდება. თუმცა, როგორც თავად მგზავრები ამბობენ, ყველას არ ამოწმებენ.

როგორც „ფორმულას“ ჩინეთიდან ჩამოსულმა მგზავრმა უთხრა, მას მესაზღვრე ცუდად მოექცა:

„ბაქოდან ჩამოვედი. ძალიან გაბრაზებული ვარ, რადგან მესაზღვრე ცუდად მოგვექცა. ასე მითხრა შორს დადექიო და ეს დისკრიმინაციაა. გასაგებია, რომ ჩინეთიდან ყველა ჩამოსული უნდა შემგვამოწმონ, რადგან ვირუსი ვრცელდება, მაგრამ გვინდა მალე დავტოვოთ აქაურობა“, - განაცხადა მან.

აეროპორტში შემოწმება გაიარა რეჟისორმა ლევან წულაძემ. მისი თქმით, ყატარში შემოწმება არ ჩაუტარეს.

„ყატარში არ შემამომწეს და თბილისში შემამოწმეს, დამანათეს თავზე. აზიური წარმოშობის ყველას უკეთია პირბადე“, - განაცხადა რეჟისორმა. 

შეგახსენებთ, რომ მსოფლიო მომაკვდინებელ ვირუსს ებრძვის. კორონავირუსი ჩინეთის გარდა მსოფლიოს 20 ქვეყანაში გამოვლინდა. ჩინეთში კი დაღუპულთა რიცხვი 213-მდე გაიზარდა, ხოლო ინიფიცრებულთა რაოდენობა 9 ათასს აჭარბებს.

თბილისში, ინფექციურ საავადმყოფოში ამ დროისთვის კორონავირუსზე საქართველოს ერთ მოქალაქეს ამოწმებენ, რომელიც უხანიდან ორი კვირის წინ ჩამოვიდა. დღეს უკვე შეამოწმეს 2 არასრულწლოვანი ჩინეთის მოქალაქე, რომელთაც მაღალი ტემპერატურა აღენიშნებოდათ, მაგრამ მათ A ტიპის გრიპი დაუდგინდათ. აღსანიშნავია, რომ დღეს დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ პაატა იმნაძემ განაცხადა, რომ ჩინეთის მოქალაქეების დისკრიმინაცია მიუღებელია. 

31 იანვარს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. 

 

 


close დახურვა