logo
ENG



მდინარაძე:თუ ვინმე ამბობს, რომ ვინმეს გათავისუფლების პირობა დავდეთ, ტყუილია

23 ივნ 202014:37
3 წუთის საკითხავი
 

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე ოპონენტებს 8 მარტის შეთანხმების შესახებ ცრუ ინფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებს.

როგორც მდინარაძემ აღნიშნა, „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს არავითარი პირობა არ დაუდიათ იმასთან დაკავშირებით, რომ ვინმეს პატიმრობიდან გაათავისუფლებდნენ.

„არ აქვს მნიშვნელობა, ვინ ამბობს, რომ პირობა არ შესრულებულა „ქართული ოცნების“ მხრიდან. პირობა ასეთი არ დადებულა. ბევრჯერ ვთქვი, თუ ვინმე ამბობს, რომ არჩილ თალაკვაძემ და ირაკლი კობახიძემ, იმ რომელიმე შეხვედრაზე თავი მაინც დააქნიეს ან მით უმეტეს პირობა დადეს, რომ ვინმეს ისინი გაათავისუფლებდნენ, არის ტყუილი. დანარჩენიც ამაზე აგებული ტყუილია“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

პარლამენტმა საკონსტიტუციო ცვლილებები მეორე მოსმენით მიიღო. სხდომას „ევროპული საქართველოს“ და „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები არ ესწრებოდნენ. მათი გადაწყვეტილების მიზეზი „მთავარი არხის“ მეწილის, გიორგი რურუას პატიმრობაა. ოპოზიცია პროცესში ჩართვას იქამდე არ აპირებს, სანამ რურუა არ გათავისუფლდება.


close დახურვა