logo
ENG



მდინარაძე:ნაციონალური მოძრაობა თავისი ყველა დანაყოფით, გავიდა 8 მარტის შეთანხმებიდან

23 ივნ 202014:26
3 წუთის საკითხავი
 

„გადაჭრით შეიძლება ითქვას, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ თავისი ყველა დანაყოფით, გავიდა 8 მარტის შეთანხმებიდან“, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის მეორე მოსმენით მიღების შემდეგ განაცხადა.

მან ოპოზიციური პარტიები პროცესში ჩართვაზე უარის თქმის გამო გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ ისინი არა საზოგადოების დაკვეთას, არამედ საკუთარ პოლიტიკურ გეგმებს ასრულებენ.

„ჩვენ მიუხედავად წინა დღეების განმავლობაში არსებული უდიდესი სპეკულაციებისა, შევძელით და იგივეს შევძლებთ მესამე მოსმენის დროსაც, რომ მივიღებთ საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილებებს, რომელიც საზოგადოებრივი კონსენსუსის თანახმად, ემსახურება დემოკრატიის ხარისხის გაუმჯობესებას. აქედან გამომდინარე, უკვე გადაჭრით შეიძლება ითქვას, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ თავისი ყველა დანაყოფით, გავიდა 8 მარტის შეთანხმებიდან. მათ ეკისრებათ პასუხისმგებლობა პირველ რიგში ქართული საზოგადოების წინაშე და ყველა ხელმომწერი მხარის წინაშე, რომელიც 8 მარტის შეთანხმებას აწერდა ხელს. ასევე მათ იგნორირება გაუკეთეს ფასილიტატორი ელჩების მოწოდებას, რომ ყველა ხელმომწერს მხარეს მხარი დაეჭირა საკონსტიტუციო ცვლილებებისთვის. ეს ადამიანები არა საზოგადოების დაკვეთას, არამედ თავის გეგმებს ასრულებენ“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

პარლამენტმა საკონსტიტუციო ცვლილებები მეორე მოსმენით მიიღო.


 


close დახურვა