logo
ENG



მდინარაძე: ის, რომ ხაზარაძეს ვიღაცამ უთხრა რა უნდა შავ ზღვაში ამერიკელებსო, ჭორაობაა

16 ოქტ 201917:14
3 წუთის საკითხავი
 
vta0umux3cyqipv.jpg

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი მამუკა მდინარაძე ჟურნალისტებთან საუბრისას საზოგადოებრივი მოძრაობა "ლელოს" დამფუძნებლის განცხადებას ეხმაურება და მას ჭორაობას უწოდებს.

„როდესაც ადამიანი იმასაც ვერ ახერხებს, რომ ტყუილი ისე მოიფიქროს, რომ თავისი თავი არ დაიზიანოს, ეს გასაკვირია. ფაქტია, რომ თავის დროზე ამ ადამიანებს ყველანაირი საშუალება ქონდათ ამისათვის. ფაქტია, რომ მათ არა ერთხელ მოთხოვეს სახელმწიფოს ვალდებულებების გადავადება.მაშინ არ ასრულებდნენ ვალდებულებას, როდესაც არც პროკურატურა და არც მსგავსი სპეკულაცია არაფერ შუაში იყო, ესაა ფაქტები. ის, რომ ვიღაცამ უთხრა რა უნდა შავ ზღვაში ამერიკელებს, ესაა ჭორაობაა," - აცხადებს მდინარაძე. 

შეგახსენებთ, რომ ტვ პირველის ეთერში ხაზარაძემ განაცხადა, რომ ივანიშვილმა უთხრა რა უნდათ შავ ზღვაში ამერიკელებსო.

ანაკლიის კონსორციუმს ვალდებულებების შესასრულებლად ვადა 15 ოქტომბრის 18:00 საათამდე ჰქონდა. იმ შემთხვევაში თუ კონსორციუმი 15 ოქტომბერს, საღამოს 18:00 საათამდე ინვესტორებთან გაფორმებულ ფინანსურ ხელშეკრულებებს ვერ წარადგენდა, შესაძლოა მთავრობას კონსორციუმთან დადებული შეთანხმება გაეუქმებინა. ჯერჯერობით უცნობია მთავრობის პოზიცია.  ანაკლიის კონსორციუმის გენერალურმა დირექტორმა ლევან ახვლედიანმა საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ კონსორციუმი დოკუმენტებს არ წარადგენდა. 

ამის შემდეგ ინფრასტრუქტურის სამინისტრომ განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ კონსორციუმს ფინანსური ვალდებულებების შესასრულებლად საბოლოო ვადა 2019 წლის ბოლომდე ეძლევა.


close დახურვა