logo
ENG



მდინარაძე: მაჩალიკაშვილის საქმეზე საგამოძიებო კომისიის შექმნის წინააღმდეგი ვარ

29 იან 202014:50
3 წუთის საკითხავი
 

„მაჩალიკაშვილის საქმეზე საგამოძიებო კომისიის შექმნის წინააღმდეგი ვარ,“ - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა მამუკა მდინარაძე განაცხადა.

მისი თქმით, "ნაციონალური მოძრაობა" ცდილობს სპეკულაციები მოაწყოს და ყოველგვარ მორალს მიღმა ილაპარაკოს.

„საგამოძიებო კომისიის შექმნას არათუ არ ვეთანხმები, წინააღმდეგი ვარ ერთი მთავარი არგუნემტიდან გამომდინარე. აბსოლიტურად ყველა მტკიცებულება, რომელიც გუშინ ღია ფორმატშიც გასაჯაროვდა და ჩვენთვის ის ცნობილი გახდა მაშინ, როდესაც სუს-ის წარმომადგენლები იყვნენ და დახურულ ფორმატშიც ისაუბრეს ძალიან ბევრი მათ შორის ისეთ საკითხებზე, რაზეც საჯაროდ საუბარი შეუძლებელია. მაშინ შეუძლებელი მეგონა მე პირადად იმ შეხვედრიდან გამოსულიყავი და კიდევ პოლიტიკური სპეკულაციები მოგეწყო ამ თემაზე, თუმცა ნაცმოძრაობას აქვს განსაკუთრებული ძალა ამაზეც კი ყოველგვარ მორალს მიღმა ილაპარაკონ", - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

შეგახსენებთ, რომ დაპირისპირება იყო დღეს პარლამენტთან, სადაც მალხაზ მაჩალიკაშვილი შეუძლოდ გახდა და მისთვის ადგილზე სასწრაფო სამედიცინო დახმარების აღმოჩენა გახდა აუცილებელი. მას დეპუტატ თინა ბოკუჩავასთან ერთად პრესკონფერენცია უნდა გაემართა. მიუხედავად იმისა, რომ საშვი დაშვებული იყო, დაცვამ მაჩალიკაშვილს შენობაში შესვლის საშუალება არ მისცა. მოგვიანებით თინა ბოოკუჩავა და მამუკა მდინარაძე ერთმანეთს დაუპირისპირდნენ.


close დახურვა