logo
ENG



მდინარაძე: პრეზიდენტის მოხსენება ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენაა

03 მარ 202014:26
3 წუთის საკითხავი
 

4 მარტს საკანონმდებლო ორგანოში საქართველოს პრეზიდენტს მოუსმენენ. სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის მდგომარეობის უმნიშვნელოვანეს საკითხებზე პარლამენტის წინაშე ყოველწლიური მოხსენებით წარსდგება. საპარლამენტო უმარავლესობაში აცხადებენ, რომ რეგლამენტის თანახმად, პრეზიდენტს შეკითხვებს არ დაუსვამენ, მოხსენების შემდეგ მხოლოდ შეფასებები გაკეთდება.

როგორც უმრავლესობის წევრი მამუკა მდინარაძე აცხადებს, პრეზიდენტის მოხსენება ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენაა.

„ჩვენი გამოსვლები დამოკიდებული იქნება პრეზიდენტის მოხსენებაზე. პრეზიდენტის მოხსენება ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენაა რეგლამენტითა და კონსტიტუციით გათვალისწინებული. გამოსვლა შეეხება ქვეყანაში განვითარებულ უმნიშვნელოვანეს მოვლენებს. მისი გამოსვლიდან გამომდინარე ჩვენ შესაბამისად შევაფასებთ ქვეყანაში არსებულ მოვლენებს, იქნება პოლიტიკური გზავნილები“, - განაცხადა მდინარაძემ.

პრეზიდენტის გამოსვლას არ დაესწრებიან „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ევროპული საქართველოს“ წევრები. ისინი აცხადებენ, რომ არ დაარღვევენ ბოიკოტის რეჟიმს. 


close დახურვა