logo
ENG



მდინარაძე: ჩვენი გეგმა ერთია - სიმშვიდე, სტაბილურობა და პროცესების მართვა

14 ნოე 201915:55
3 წუთის საკითხავი
 
xmrtpbtzel8ttc9.jpg

უმრავლესობის სპიკერი მამუკა მდინარაძე მიმდინარე მოვლენებზე პასუხისმგებლობას "ნაციონალურ მოძრაობას" აკისრებს და ამბობს, რომ მათი ხისტი განცხადებების შედეგია ის რაც დღეს მოხდა. მისივე თქმით, ცუდი არაფერი მოხდება და მმართველი გუნდი სიტუაციის სტაბილურობის შენარჩუნებას შეძლებს. 

"მე და თქვენ რამე რომ არ მოგეწონოს ამ ამბავში ეს უფრო ობიექტურია, ვიდრე ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლების პოზიცია, რომელთა დროსაც ამ სისტემით რაც ახლაა, შერეული სისტემით, მიდოდა არჩევნები. ეს მათ არ შეუცვლიათ და ახლა რატომღაც ამაში ხედავენ აპოკალიფსს. ყველას მოვუწოდებ სიმშვიდისკენ. სახელმწიფო თავის ადგილზეა. შიდა დემოკრატიაც არ მოსწონთ მათ, მარგამ არ მომხდარა კატასტროფა. დღესაც კი აქციის დაორგანიზება და მაჟორიტარ დეპუტატებზე მონების დაძახება, ამის გამომწვევია. რაც შეეხება გეგმას, ერთია - სიმშვიდე, სტაბილურობა და პროცესების მართვა. არაფერი განსაკუთრებული არ მოხდება. სამწუხარო შეიძლება იყოს ეს გადაწყვეტილება",- ამბობს მდინარაძე. 

რაც შეეხება მმართველი გუნდიდან დღეს წასულ დეპუტატებს, როგორც მდინარაძე ამბობს იგი პირადად შეეცდება რომ მათ აზრი შეაცვლევინოს. 

"რაც შეეხება სხვა დეპუტატებს, ყველაზე სამწუხაროა რა განცხადებას გააკეთეს ჩვენმა მეგობრებმა და ჩვენი გუნდის ღირსეულმა წევრებმა, ვფიქრობ რომ ნაჩქარევი და ემოციური გადაწყვეტილება იყო . მე პირადად ყველაფერს გავაკეთებ, რომ ეს სხვაგვარად გაგრძელდეს. ისინი არიან ძალიან ფასეული წევრები ჩვენი გუნდის",- აღნიშნავს მდინარაძე.

 

 


close დახურვა