logo
ENG



მდინარაძე კობახიძის სცენაზე ასვლისას შეძახილებს "დაორგანიზებულს და მავნებლობას" უწოდებს

03 ივლ 202415:32
3 წუთის საკითხავი
 
2024/07/03/2907biknwv2b5tb.jpeg

ქართული ოცნების აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე ირწმუნება, რომ ეროვნული ნაკრების ფეხბურთელებთან შეხვედრის ღონისძიებაზე ირაკლი კობახიძისთვის შეძახილებით დახვედრა დაორგანიზებული იყო.

მამუკა მდინარაძემ მოქალაქეების მხრიდან სტვენასა და შეძახილებს "მავნებლობა" უწოდა.

"როდესაც აორგანიზებენ რაღაცას, რომ ვიღაცამ პრემიერის გამოსვლის დროს რაღაცა უუუუ დაიძახოს და 100 კაცი აყვეს, როდესაც აორგანიზებენ იმას, რომ აბსოლუტური ფეიკი დადგან, ეს არის ელემენტარული მავნებლობა. თან საყოველთაო ზეიმის ფონზე", - თქვა მამუკა მდინარაძემ.

ეროვნული ნაკრების ფეხბურთელებთან შეხვედრის ღონისძიებაზე პრემიერმინისტრის ირაკლი კობახიძის სცენაზე ასვლას შეძახილები მოჰყვა.

კობახიძემ სცენაზე ასვლისთანავე მიკროფონი პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს გადასცა, რომელსაც ტაშით შეხვდნენ.

***

ეროვნული ნაკრების ფეხბურთელები თბილისში დღეს გუშინ დაბრუნდნენ. 21:30 საათზე საფეხბურთო ნაკრებმა მიხეილ მესხის სტადიონიდან ღია ავტობუსით თავისუფლების მოედნისკენ მსვლელობით წავიდა. გუნდის წევრებთან შეხვედრის ცერემონია თავისუფლების მოედანზე 22:00 საათზე დაიწყო.

EURO 2024-ზე საქართველო ჯგუფურ ეტაპზე თურქეთის, ჩეხეთისა და პორტუგალიის ნაკრებებს შეხვდა. ეროვნული ნაკრები თურქეთთან ანგარიშით 3:1 დამარცხდა, ჩეხეთთან მატჩი ფრედ დასრულდა, პორტუგალია კი 2:0 დაამარცხა, რითაც საქართველო მერვედფინალში გავიდა.

30 ივნისს საქართველო მერვედფინალში ესპანეთის ნაკრებს დაუპირისპირდა. მატჩი ანგარიშით 4:1 დასრულდა. ესპანეთთან დამარცხების შემდეგ საქართველოს ნაკრები ჩემპიონატს გამოეთიშა.


close დახურვა