logo
ENG



მდინარაძის თქმით, კრიტიკულ არხებს მედიად აღარ განიხილავენ და ურთიერთობა “შესაბამისი” იქნება

17 ივლ 202117:41
3 წუთის საკითხავი
 
მდინარაძის თქმით, კრიტიკულ არხებს მედიად აღარ განიხილავენ და ურთიერთობა “შესაბამისი” იქნება
ფოტო: ვახო ქარელი

ქართული ოცნების ერთერთი ლიდერი მამუკა მდინარაძე აცხადებს, კრიტიკულ არხებს მედიად აღარ განიხილავენ და მათთან ურთიერთობა “შესაბამისი” იქნება.

მამუკა მდინარაძე Facebook-ში პოსტს აქვეყნებს და ამბობს, რომ კონკრეტულ მედიასაშუალებებთან ურთიერთობა მას შემდეგ შეიცვლება, რაც ისინი პოლიტიკურ მოთხოვნებზე უარს იტყვიან.

„დაუშვებელია ჟურნალისტები და მედიასაშუალებები რაიმე ფორმით გამიჯნო ერთმანეთისგან. ამავდროულად, დაუშვებელია ჟურნალისტად ან მედიასაშუალებად განიხილო ის ადამიანი ან ორგანიზაცია, რომელიც თავად აყენებს პოლიტიკურ მოთხოვნებს და თავად დგამს პოლიტიკურ პერფომანსებს.

შესაბამისად, ვაცხადებ მთელი პასუხისმგებლობით: მედიასაშუალებები, რომლებიც დაკავებულები არიან პოლიტიკური (და არა ჟურნალისტური) აქტივობებით, ვიდრე არ დაუბრუნდებიან ჟურნალისტურ საქმიანობას, არ წარმოადგენენ არც მედიასაშუალებას და არც ჟურნალისტებს - შესაბამისი იქნება ურთიერთობაც", - წერს მამუკა მდინარაძე.

პრემიერმინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, კრიტიკულმა არხებმა - ფორმულამ, მთავარმა არხმა და TV პირველმა - "ყველანაირი წითელი ხაზი" გადაკვეთეს. ამ მიზეზით პრემიერმა სამი ტელეკომპანია ღონისძიების გასაშუქებლად არ მიიწვია.


close დახურვა