სანქტ-პეტერბურიგის სასამართლომ მკვლელობაში ბრალდებულ პროფესორს პატიმრობა შეუფარდა. გამოძიების ინფომაციით, 62 წლის მამკაცმა, საკუთარი მეგობარი გოგონა ჯერ მოკლა, შემდეგ კი მისი დანაწევრებული სხეულის მდინარეში გადაგდებას შეეცადა. სამართალდამცველებმა მამაკაცი მას შემდეგ დააკავეს, რაც ის მდინარეში ჩავარდა, მისი ამოყვანის შემდეგ კი პოლიციამ ჩანთაში სხეულის ნაწილები აღმოაჩინა. სანქტ-პეტერბურგის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა ბრალი აღიარა და განაცახადა, რომ მკვლელობა ჩხუბის ნიადაგზე ჩაიდინა.